Author Archives: energy

„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” 3-მილიონიანი სპორტული კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

სოკ სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის,  გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა” სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა.  მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის” ინვესტიციების მნიშვნელობას ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრე 3 წელიწადში 50%-ით გაიზრდება

გამოცხადებულია გეგმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ირანში ნავთობისა და გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი სიმძლავრის 50 პროცენტით გაზრდის შესახებ.  ირანის ნავთობის მინისტრის ჯავად ოვჯმის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისი განმარტებით, ახალი გეგმა ითვალისწინებს არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებას და ახალი კომპლექსების მშენებლობას. მინისტრის თქმით, ირანის მთლიანი გადამამუშავებელი სიმძლავრე მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში 50%–ით გაიზრდება დღევანდელი 2.2 მილიონი ბარელიდან ...

Read More »
ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 174 ცალ ელექტრომობილში $3.2 მილიონი გადაიხადა. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, 256 ცალი ელექტრომობილის იმპორტში $3.9 მილიონი დაიხარჯა. „საქსტატის“ მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, იმპორტიორების TOP-3 ასეთია; აშშ – 89 ცალი/$1.3 მილიონი ჩინეთი – 39 ცალი/$310 ათასი გერმანია – 19 ცალი/$1.2 მილიონი წყარო: “ბიზნესფორმულა”

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაცა და გენერაციაც გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოს თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 298 081 931,8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 47 841 268,7 ლარი შეადგინა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა. 2021 წლის აგვისტოში ქვეყანამ მთლიანად 1351.492 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოხმარებამ 964.538 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ...

Read More »

მარნეულში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ილმაზლო გაზიფიცირდა – სამუშაოების დასრულებისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მაირ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები. კომპანია სოკარი საქართველოს მთავრობასთან ერთად, წლების განმავლობაში, ახორციელებს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებისთვის საჭირო ...

Read More »

რამდენიმედღიანი მატების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.34 (- 0.33)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,97 (- 0.64)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის, ასათიანის, სანაპიროსა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV ...

Read More »

თურქეთი Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურდან პირველი სიმძლავრის მიღებას 2023 წლის მაისისათვის გეგმავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლის მაისისათვის ექსპლუატაციაში შევა Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორი. “Akkuyu-ს ელექტროსადგურის პირველი ერთეულის მშენებლობა, რომელშიც დასაქმებულია 3 000 რუსი და 10 000 თურქი ინჟინერი, დასრულდება 2023 წლის მაისამდე. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოს” – აღნიშნა პრეზიდენტმა მერსინში სიტყვით გამოსვლისას. სწორედ აქაა განლაგებული თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური, იუწყება TASS. შეგახსენებთ, ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასი 800 დოლარიან ნიშნულზე დაფიქსირდა

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 800 აშშ დოლარს მცირედით გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. შესაბამისად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 803 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.  

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპაში გაზის ფასის შემცირება ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია

ამ დროისთვის ევროკავშირის გაზის საცავები 71%-ით არის სავსე. შევსება ძირითადად ნორვეგიული საწვავით მოხდა.  აღნიშნული 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მარაგთან შედარებით, თუმცა, მან მაინც იქონია გავლენა ფასების მცირედით შემცირებაზე. “ამ დროისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში გაზის სტრატეგიული რეზერვები შეადგენს შესაძლებლობების 71%-ს, შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 82% იყო” – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ვივიან ლუნელამ. მისი სიტყვებით, რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა ...

Read More »