ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 800 აშშ დოლარს მცირედით გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები.
შესაბამისად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 803 აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.