საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაცა და გენერაციაც გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოს თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 298 081 931,8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 47 841 268,7 ლარი შეადგინა.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა. 2021 წლის აგვისტოში ქვეყანამ მთლიანად 1351.492 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოხმარებამ 964.538 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ – საბალანსო ელექტროენერგია

აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16,0499900 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 1.857 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 39% იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2%, თბოელექტროსადგურების – 56%, ხოლო იმპორტის – 3%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ – ჰიდროელექტროსადგური

◼ – ქარის ელექტროსადგური

◼ – თბოელექტროსადგური

◼ – იმპორტი

2021 წლის აგვისტოს თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 56.7916% შეადგინა. აგრეთვე, აგვისტოს თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 8.9432% შეადგინა. ამასთანავე, აგვისტოს თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 27.4674% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ – საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი

◼ – პირდაპირი მომხმარებელი

◼ – სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

◼ – განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – ექსპორტიორი

აგვისტოს თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 8 018 298,00 ლარი.

 

Leave a Reply