დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის, ასათიანის, სანაპიროსა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, ფერმწერთა და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის, გეხტმანის, აისის, ჯაფარიძისა და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, ცინცაძისა და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, პოლიციის, ენუქიძის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, სურგელაძის, გახოკიძის, ბაღდავაძისა და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, სომხეთის, ერისთავის, ნიაბის, კვესეთისა და გალავნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Leave a Reply