ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპაში გაზის ფასის შემცირება ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია

ამ დროისთვის ევროკავშირის გაზის საცავები 71%-ით არის სავსე. შევსება ძირითადად ნორვეგიული საწვავით მოხდა.  აღნიშნული 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მარაგთან შედარებით, თუმცა, მან მაინც იქონია გავლენა ფასების მცირედით შემცირებაზე.

“ამ დროისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში გაზის სტრატეგიული რეზერვები შეადგენს შესაძლებლობების 71%-ს, შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 82% იყო” – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ვივიან ლუნელამ.

მისი სიტყვებით, რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა გაზის ფასის ზრდაზე.

“ევროკომისია ყურადღებით აკვირდება გაზის ფასების ცვლილებას და მონიტორინგს უწევს სიტუაციას გაერთიანების ქვეყნებში. ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პანდემიის შემდეგ, ეკონომიკური გაჯანსაღების შედეგად, გაზზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. შედარბით ნაკლებად, მაგრამ მაინც იქონია გავლენა ევროკავშირში CO2–ის ემისიაზე უფრო მაღალი კვოტების დაწესებამ” – აღნიშნა ლუნელამ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაზზე დამატებითი მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ეს არის ტრადიციული წიაღისეული საწვავის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა წყარო.

მწვანე ენერგიაზე საუბრისას, რომელიც ლუნელამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ზღვაში ქარის “სიმშვიდემ” ასევე იმოქმედა ფასებზე. შეგახსენებთ, რომ კვირების განმავლობაში ქარის ელექტროსადგურების ტურბინები, რომლებიც ენერგიით ამარაგებდნენ ჩრდილო-დასავლეთ ევროპას, გაუნძრევლად იდგა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply