Author Archives: energy

ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

სამეგრელოში დამატებით მოხდება 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება. განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო. სენაკი: მუხური-ხორგიში, გოლასკური, ...

Read More »

სემეკი თელმიკოზე: შეგვიძლია საქმიანობაც შევუწყვიტოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, თანხების ზედმეტობით დარიცხვის პრობლემის განმეორების შემთხვევაში, მარეგულირებელმა შესაძლოა, ჯარიმაზე უფრო მკაცრი სანქციაც გამოიყენოს და კომპანიას ოპერირების უფლება შეუჩეროს. “კანონით შეგვიძლია გავაორმაგოთ ჯარიმა, იმ შემთხვევაში თუ ფინანსურ სანქციაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ასევე შეგვიძლია საქმიანობის უფლებაც შევუწყვიტოთ, თუ დავინახეთ რომ კომპანია ვერ ართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რაც აკისრია. გარწმუნებთ დღეის მდგომარეობით ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასმა მცირედით იკლო

ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 970 აშშ დოლარს შეადგენს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპაში გაზის ღირებულება სტაბილურდება და დადებითი დინამიკა შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 1000 აშშ დოლარს შეადგენდა. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რეგიონში ყველაზე ძვირად საწვავი საქართველოში იყიდება

საქართველო საწვავის სიძვირით რეგიონში  პირველია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემიდან ირკვევა, ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანში, ხოლო ძვირი საქართველოშია. სიძვირით საქართველოს სომხეთიც ჩამორჩება. რაც შეეხება ევროპულ ბაზრებს, ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება ნიდერლანდებში, ხოლო ყველაზე იაფად საწვავი რუსეთშია. კერძოდ, 27 სექტემბრის მდგომარეობით, პრემიუმის მარკის ბენზინის საშუალო ფასი ნიდერლანდებში 1.98 ევროს შეადგენს, სუპერის მარკის ბენზინი – 2.06  ევროდ იყიდება,  ხოლო დიზელის საწვავის ფასი ...

Read More »

“როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე”

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ევროპაში ბირთვული ენერგიაზე უარის თქმას 2050 წლამდე არ გეგმავენ

ბირთვული ენერგიის მიტოვება განახლებადი ენერგიის წყაროს სასარგებლოდ არასწორია, ევროპაში ბირთვული ელექტროსადგურები (ატომური ელექტროსადგურები) ექსპლუატაციაში 2050 წლამდე დარჩება. ამის შესახებ შიდა ბაზრის ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. “რა თქმა უნდა, აუცილებელია ბირთვული ენერგიის შენარჩუნება. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ბირთვული ენერგიის გარეშე მწვანე ნახშირბადზე გადასვლა, ცდებიან”, – თქვა ბრეტონმა. მან მაგალითად დიდ ბრიტანეთში არსებული სიტუაციისა მოიყვანა და მას კატასტროფული უწოდა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ენერგიის მომავალი ...

Read More »

ირანი და ვენესუელა ნავთობის ორმხრივ ექსპორტზე შეთანხმდნენ

ვენესუელამ ირანთან მიაღწია შეთანხმებას თავის მძიმე ნავთობის ირანულ კონდენსატზე გაცვლაზე, Reuters–ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს ცნობით, შეთანხმებმ შეიძლება დაარღვიოს აშშ-ის სანქციები ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსს განუცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში. შეთანხმება ვენესუელას საშუალებას მისცემს განაზავოს თავისი მძიმე ნავთობი ირანული მსუბუქი კონდენსატით, რომელიც გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაში. ირანი გეგმავს ვენესუელას მძიმე ნავთობის გაყიდვას აზიაში. სააგენტოს წყაროს თანახმად, შეთანხმება ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ვერ მოხდება

,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაჩერება ალტერნატიული, მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებზეც უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, 2030 წლისთვის იგეგმებოდა 1030 მგვტ/სთ განახლებადი ენერგიის წყაროების შეყვანა ექსპლუატაციაში, რისთვისაც აუცილებელი იყო ,,ნამახვანის“ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენება. შესაბამისად, რადგან ჰესი ვერ აშენდება,  განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით გეგმაც ვერ შესრულდება. ,,2025 წლისთვის დაგეგმილი იყო, რომ 350-400 მგვტ განახლებადი ენერგიის წყაროები – მზე და ქარი ...

Read More »

“საწვავის კრიზისის” გამო დიდი ბრიტანეთის არმიაში მობილიზაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში სამხედროები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა საწვავის კრიზისის მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბრიტანეთში რამდენიმე დღეა ავტოგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიებს საწვავის გადამტანი მანქანები არ ჰყოფნის, რამაც პანიკა გამოიწვია. სამხედრო მანქანების 150 მძღოლმა ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკანასკნელ დროს პანიკა შემცირდა და ამ საკითხში სამხედროების გამოყენება ...

Read More »

თურქეთის აღმოჩენილი მარაგი EU-ს გაზის წარმოებას 25%-ით გაზრდის

შავ ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადო 2027 წლისთვის თურქეთის შიდა საჭიროებების თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ფათიჰ დონმეზის თქმით, თურქეთმა შესაძლოა, 2023 წელს წლიურად 3.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოება დაიწყოს. მიზანი წარმოების დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში წლიური წარმოების 15 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იქნება, რაც ევროკავშირის წარმოების დაახლოებით მეოთხედს უდრის. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 320 მილიარდი კუბური ...

Read More »