ირანი და ვენესუელა ნავთობის ორმხრივ ექსპორტზე შეთანხმდნენ

ვენესუელამ ირანთან მიაღწია შეთანხმებას თავის მძიმე ნავთობის ირანულ კონდენსატზე გაცვლაზე, Reutersზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმებმ შეიძლება დაარღვიოს აშშ-ის სანქციები ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსს განუცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.

შეთანხმება ვენესუელას საშუალებას მისცემს განაზავოს თავისი მძიმე ნავთობი ირანული მსუბუქი კონდენსატით, რომელიც გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაში. ირანი გეგმავს ვენესუელას მძიმე ნავთობის გაყიდვას აზიაში.

სააგენტოს წყაროს თანახმად, შეთანხმება დადებულია პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ვადა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

TankerTrackers.com–ის თანახმად, ვენესუელური მძიმე ნავთობის პირველი 1.9 მილიონი ბარელის პარტია უკვე გაიგზავნა ამ კვირაში.

Leave a Reply