Author Archives: admin

შოლცი: 2021 წლის ბოლოს არ ვიცოდით, რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში რა გვექნა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გერმანიის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გერმანიის რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც გერმანიის კანცლერი წერს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გერმანიას არავითარი გეგმა ჰქონია ისეთი შემთხვევისთვის, როცა რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტდა: “2021 წლის დეკემბერში, როგორც კი გერმანიის კანცლერი გავხდი, ჩემს მრჩევლებს ვკითხე, გვქონდა თუ არა გეგმა, თუ რუსეთი ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობის ახალი მარაგი აღმოაჩინეს

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მეჰდი ფაკურმა განაცხადა. „საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ქვეყანა – რუსეთი, ერაყი და ირანი მომავალში განახორციელებს ყველაზე მეტ სამძებრო-საძიებო სამუშაოებს“, – თქვა ფაკურმა პრეს-კონფერენციაზე. ამ დროისთვის ირანში 14-მდე საძიებო ბლოკია გამოვლენილი, მაგრამ  ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამო არცერთ ბლოკზე ინვესტიცია ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა ნავთობის მინიმალური ფასი შემოიღოს დასავლეთის მიერ დაწესებული ზედა ზღვრის საპასუხოდ

გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, რომელიც ანონიმ წყაროებს ეყრდნობა, მოსკოვი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ „ჭერს ფსკერით უპასუხოს“. ანუ საკუთარი ნავთობის ერთი ბარელისთვის ან ფიქსირებული ფასი დააწესოს, ან მის გაყიდვაზე მაქსიმალური ფასდაკლება შემოიღოს პასუხად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შემოღებულ ლიმიტზე, რომლის მიხედვით, ბარელ რუსულ ნავთობში მაქსიმუმ 60 დოლარს გადაიხდიან. მაქსიმალური ფასის დაწესებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იმედოვნებენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი არ შეწყდება, მაგრამ მისი ...

Read More »

ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა, თუ როგორ ემზადება კიევი ზამთრისთვის

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს. „აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, – თქვა კლიჩკომ. „ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ. თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ...

Read More »

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის ...

Read More »

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა, უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს. ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა. მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება. 9 დეკემბერს ოფიციალურად შედგება პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია, რომელსაც  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს. საქართველოში TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ იქნება, ...

Read More »

როგორ გავარკვიოთ მარტივად თუ რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი?

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაინტერესებს, როგორ უნდა გაიგო რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი? ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია. “თბილისი ენერჯი” გთავაზობთ მარტივად გაარკვიოთ ღია წვის კამერიანია თუ დახურული წვის კამერიანი თქვენი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი. გთხოვთ, გადაუღოთ ფოტოები თქვენს ...

Read More »
"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

„ფასი და ჯარიმები თუ არ გავზარდეთ, ენერგეტიკა აღარ გვექნება,“ – აფხაზური „ჩერნომორენერგო“ მასშტაბურ ცვლილებებს ითხოვს

ენგურჰესის საშუალო წლიური საპროექტო სიმძლავრე 1300 მეგავატი, 4430 მლნ კვტ/სთ-ია მაშინ, როცა აფხაზეთი ამჟამად 3 მილიარდ კვტ/სთ-ს მოიხმარს – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ენერგოსაწარმო „ჩერნომორენერგოს” მთავარი ინჟინერი, ტიმურ კაცია „აფხაზია-ინფორმთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს. მისი თქმით, ენგურჰესში შედინება, თითქმის, არ ხდება, ხოლო მშრალი ზაფხულის გამო წყალმა მაქსიმალურ დონეს, 495 მეტრს ვერ მიაღწია. „თავის დროზე სადგური აშენდა არა ისეთი მიზნებისთვის, ...

Read More »

უზბეკეთმა უარი თქვა რუსეთთან და ყაზახეთთან გაზის კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზადაა, გააფორმოს კომერციული გაზის მიწოდების კონტრაქტები რუსეთთან, მაგრამ არ აპირებს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გაზის კავშირში შესვლას რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად,– ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი „არასოდეს დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ“. მოსკოვი და ტაშკენტი აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ “ეს იქნება ტექნიკური ხელშეკრულება” და “არ ნიშნავს ალიანსს”, ...

Read More »