როგორ გავარკვიოთ მარტივად თუ რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი?

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გაინტერესებს, როგორ უნდა გაიგო რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი?
ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია.
“თბილისი ენერჯი” გთავაზობთ მარტივად გაარკვიოთ ღია წვის კამერიანია თუ დახურული წვის კამერიანი თქვენი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი.
გთხოვთ, გადაუღოთ ფოტოები თქვენს გაზის დანადგარებს და გამოგვიგზავნოთ check@te.ge, ან დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე და მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის შემოწმება.
მომსახურება უფასოა.”

Leave a Reply