ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობის ახალი მარაგი აღმოაჩინეს

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა.

ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მეჰდი ფაკურმა განაცხადა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ქვეყანა – რუსეთი, ერაყი და ირანი მომავალში განახორციელებს ყველაზე მეტ სამძებრო-საძიებო სამუშაოებს“, – თქვა ფაკურმა პრეს-კონფერენციაზე.

ამ დროისთვის ირანში 14-მდე საძიებო ბლოკია გამოვლენილი, მაგრამ  ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამო არცერთ ბლოკზე ინვესტიცია არ განხორციელებულა.

Leave a Reply