ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება. 9 დეკემბერს ოფიციალურად შედგება პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია, რომელსაც  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს.

საქართველოში TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ იქნება, რომელმაც პირველი ქარს ტურბინა საკუთარი ოფისის ( ბიზნეს ცენტრი ატრიუმი) სახურავზე უკვე დაამონტაჟა.

როგორც „კომერსანტთან“ „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა თამაზ ნასყიდაშვილმა განაცხადა,  ქარის მინი-ტურბინები საქართველოსთვის ინოვაციაა, რომელზეც სამომავლოდ დიდი მოთხოვნა იქნება. „გებ ჯგუფის“ მენეჯერი აცხადებს, რომ მოსახლეობის გარდა, აღნიშნული ქარის ტურბინები მოთხოვნადი შესაძლოა იყოს კავშირგაბმულობის კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ გადამცემ ანძებს დიზელით, ან სხვა საშუალებებით ამუშავებენ. ასევე ქარის ტურბინა ელექტროენერგიის მიღების ხელსაყრელი წყარო იქნება ფერმერებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. რაც მთავარია, არსებული ტექნოლოგიური განვითარება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული ჭარბი ელექტროენერგია გაიყიდოს.

თამაზ ნასყიდაშვილის თქმით, აღნიშნული ტურბინების მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი ქარი ქრის.

„სადაც ქარი დაუბერავს, ყველგან დავაყენებთ. არსებობს ზოგადად რუკები, თუ სად არის შედარებით ქარიანი ლოკაციები. თუმცა მომხმარებელი არსებული ლოკაციიდან გამომდინარე, თავად წყვეტს, მისთვის კონკრეტულ ადგილზე ასეთი ტურბინის დაყენება ხელსაყრელია, თუ არა. მისი დაყენებისთვის ზედმეტი ბიუროკრატია არაა საჭირო“,- ამბობს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ქარის და მზის ტურბინების მიქსში შეთავაზებით მომხმარებელ შესაძლებლობა ექნება 24 საათიანი ელექტრომომარაგება ჰქონდეს.

კომპანიის მენეჯერის თქმით, ბაზარზე საკმაოდ დაბალი ფასებით შემოდიან, რადგან აქცენტს რაოდენობაზე აკეთებენ.

რაც შეეხება თავად ქარის ტურბინის გაბარიტებს, როგორც ირკვევა საკმაოდ პატარაა და მაგალითად 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა 2,8 მეტრის სიმაღლისაა.

მინი ტურბინების საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესაც ესაუბრა. როგორც დავით ნარმანია  „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული მინი სადგურების ჩართვა ნეტო აღრიცხვის სისტემაში  ხდება და მარეგულირებელი წესები ამ სიახლეს მზად ხვდება.

ნარმანიას განმარტებით, პროექტი თავად არიან ძალიან საინტერესო იმისთვის, რომ დამატებითი განახლებადი ენერგია იყოს ჩართული ნეტო აღრიცხვის სისტემაში.

„აღნიშნული პროექტი თავისი შინაარსით არის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩასართავი ტიპის სადგური, მცირე მიკრო სადგური, როგორც ეს სემეკის მიერ დადგენილ წესებში წერია. თავის დროზე ნეტო აღრიცხვის სისტემაში პირველი საპილოტე სადგური 2016 წელს ჩაერთო, რომელიც გაკეთდა USAID-ის მხარდაჭერით თელავში და შესაბამისად, უკვე აპრობირებული მოდელია. როგორც მზის სადგურები ერთვება ნეტო აღრიცხვის სისტემაში, ასევე ერთვება ქარის ტურბინები. ამიტომაც ჩვენი მარეგულირებელი წესები ამ სიახლეს მზად ხვდება. აბონენტს, რომელიც დააყენებს მზის თუ ქარის მიკრო სადგურს, მან განაცხადით უნდა მიმართოს „თელასს“ ან „ენერგო პროს“, იმის მიხედვით, თუ სად დგამს და შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან დააყენონ მრიცხველი.

მრიცხველის საფასური და განაცხადის ფორმა დამტკიცებულია სემეკის მიერ და შესაბამის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ენერგია, რაც ექნება გაუშვებს ქსელში, ხოლო როცა დეფიციტი ექნება ქსელიდან მიიღებს ენერგიას და წელიწადში ერთხელ, 1-ელი მაისისთვის მოხდება გაქვითვა. ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია, რომ დამატებითი განახლებადი ენერგია იყოს ჩართული ნეტო აღრიცხვის სისტემაში“, – აცხადებს დავით ნარმანია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply