Author Archives: admin

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობითვე, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას. “საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ). პეკინის გამზირის, კოსტავას, ბენდელიანის, ფარნავაზ ...

Read More »

OPEC+ შესაძლოა, დაიშალოს

OPEC+ თანამშრომლობის ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ შესაძლოა, დაიშალოს, რადგან დასავლური ძალები საუდის არაბეთს, აბუ დაბის და სხვა წევრ ქვეყნებს, მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტის მიზნით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მოაქცევენ. ინფორმაციას OilPrice.com ავრცელებს. მოსკოვთან მზარდი ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარ არაბულ მოთამაშეებს, განსაკუთრებით, ერ რიადს, აბუ დაბისა და OPEC-ის არაწევრ ეგვიპტეს შორის ჩამოყალიბდა, ...

Read More »

VOLVO რუსეთს ავტომობილებს აღარ მიაწვდის

შვედური კომპანია VOLVO რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებას წყვეტს, – კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს. საერთაშორისო გამოცემის ცნობით, VOLVO-ს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და რისკებს, რომელიც რუსეთში ექსპორტს ახლავს თან. Reuters-ის ცნობით, 2021 წელს VOLVO-მ რუსეთში დაახლოებით 9 000 ავტომობილი გაყიდა.

Read More »
უკრაინა

უკრაინის დახმარება კრიპტოვალუტითაც გახდა შესაძლებელი

უკრაინის კიბერპოლიციის ინფორმაციით, შექმნეს კრიპტოსაფულე, რათა უკრაინელი სამხედროებისთვის დამატებითი სახსრები მოიძიონ. სპეციალურად შექმნილ კრიპტოსაფულით მიღებული დამარება უკრაინის ეროვნულ პოლიციას, გვარდიას, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს მოხმარდება. უწყება რეკვიზიტებსაც აქვეყნებს: Ethereum 0x76136B4d578Df727B132053d9a392eeF202F9a80 Bitcoin bc1qdcg86r4rcgf9s6y9nxtyl80xxz62sunw9nevzr TRX TMoeioXTNK1xowtuXFQxnFnf5ZLEJmu7y7 USDT TMoeioXTNK1xowtuXFQxnFnf5ZLEJmu7y7 BNB 0x76136B4d578Df727B132053d9a392eeF202F9a80 გარდა ამისა, 24 თებერვალს, ჯარის მხარდასაჭერად, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური ანგარიში (UA843000010000000047330992708) გახსნა, რომელზეც თანხის ჩარიცხვა რამდენიმე ვალუტით შეიძლება.

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ დასავლეთის და რუსული გაზის შესახებ

მოსკოვის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ნაპრალი დრამატულად – შესაძლოა შეუქცევადად – გაღრმავდა. მაგრამ ერთი საკითხი მათ ჯერ კიდევ აკავშირებს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, ეს ენერგომატარებლებია. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირის მთავარი გაზის მიმწოდებელი იყო. 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ევროკავშირში იმპოერტირებული ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა. ჩრდილოეთის ნაკადი 2 „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის 11 მილიარდი ...

Read More »

დღეიდან “OPEC+”-ის ქვეყნებს ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდის უფლება აქვთ

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “OPEC+”-ის ქვეყნებს 1 მარტიდან შეუძლიათ ნავთობის მოპოვება კიდევ 400 ათასი ბარელით გაზარდონ დღეში, როგორც ეს 2021 წლის ივლისის გადაწყვეტილებით არის დაგეგმილი. კოალიციის მინისტრები იკრიბებიან ყოველთვიურად, რათა ეს გადაწყვეტილება მოარგონ საბაზრო პირობებს. თუმცა შეთანხმება ჯერ არასოდეს შეცვლილა – მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მომხმარებლებმა, კერძოდ ჩინეთმა, ინდოეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ფასის ძლიერი ზრდის გამო “OPEC +”-ს მიწოდების კიდევ ...

Read More »

რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება! უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსლში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ვლადიმერ ზელენსკის ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, პუტინის რეჟიმი სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში იქნება!რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება!დაე, პუტინი ამოიხრჩოს მათში!არ მოხდება ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯო მასალების მიწოდება!ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა აეკრძალა ომის დასრულებამდე ან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე!“

Read More »

ელენერგიის საბითუმო ბაზარზე საბითუმო ბაზარზე 30 ახალი პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე პირდაპირი მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. საბითუმო ბაზარზე 30 ახალი პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფის მოხმარება წლიურად 45.8%-ით გაიზარდა. რაოდენობის ზრდას ორი ძირითადი მიზეზი ქონდა: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გარკვეული კატეგორიის კომპანიებს 2021 წლის 1 ივლისამდე რეგისტრაცია აიძულა. რეგისტრაციის კრიტერიუმი იყო 35- 110კვ ქსელზე 0.4 მგვტ.სთ-ზე მეტი თვიური მოხმარება. ...

Read More »
Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

აშშ და IEA-ს წევრები 70 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ მარაგებიდან

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-სა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრ ქვეყნებს შეუძლიათ 70 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფა თავიანთი სტრატეგიული მარაგებიდან, იტყობინება Wall Street Journal, ევროპისა და სპარსეთის ყურის  სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მოხდეს ორშაბათს. ამასთან, აშშ სავარაუდოდ გამოათავისუფლებს 40 მილიონ ბარელს. შეერთებულმა შტატებმა უკვე აცნობა “OPEC+”-ს თავისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს ნავთობი მარაგებიდან, ...

Read More »

დიდ ბრიტანეთში საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და საომარი მოქმედებების წარმოების გამო დიდ ბრიტანეთში საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. BBC-ის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი £1.51-ია, ხოლო 1 ლიტრი დიზელი საშუალოდ £1.55 ღირს. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ რუსეთი ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობი გაერთიანებული სამეფოს იმპორტის მხოლოდ 6% შეადგენს, არსებობს შეშფოთება, რომ სანქციებმა შეიძლება შეზღუდოს მიწოდება მთელ მსოფლიოში და გაზარდოს ფასები.

Read More »