Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

აშშ და IEA-ს წევრები 70 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ მარაგებიდან

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-სა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრ ქვეყნებს შეუძლიათ 70 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფა თავიანთი სტრატეგიული მარაგებიდან, იტყობინება Wall Street Journal, ევროპისა და სპარსეთის ყურის  სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მოხდეს ორშაბათს. ამასთან, აშშ სავარაუდოდ გამოათავისუფლებს 40 მილიონ ბარელს. შეერთებულმა შტატებმა უკვე აცნობა “OPEC+”-ს თავისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს ნავთობი მარაგებიდან, რათა წინასწარ დარწმუნდეს, რომ ალიანსი არ შეაფერხებს ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდას თავის მხრივ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, ნავთობის ისედაც მაღალი ფასი 100 დოლარს (და უფრო მაღალი) გადასცდა ბარელზე.

Leave a Reply