გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობითვე, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას.

“საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ). პეკინის გამზირის, კოსტავას, ბენდელიანის, ფარნავაზ მეფის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; გლდანის რაიონშო, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბატონიშვილის და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, ისნის, მეტეხის, რუისის, ფერიცვალების, ჩეხოვის და მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply