შვედური კომპანია VOLVO რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებას წყვეტს, – კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, VOLVO-ს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და რისკებს, რომელიც რუსეთში ექსპორტს ახლავს თან.
Reuters-ის ცნობით, 2021 წელს VOLVO-მ რუსეთში დაახლოებით 9 000 ავტომობილი გაყიდა.