დღეიდან “OPEC+”-ის ქვეყნებს ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდის უფლება აქვთ

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “OPEC+”-ის ქვეყნებს 1 მარტიდან შეუძლიათ ნავთობის მოპოვება კიდევ 400 ათასი ბარელით გაზარდონ დღეში, როგორც ეს 2021 წლის ივლისის გადაწყვეტილებით არის დაგეგმილი.

კოალიციის მინისტრები იკრიბებიან ყოველთვიურად, რათა ეს გადაწყვეტილება მოარგონ საბაზრო პირობებს. თუმცა შეთანხმება ჯერ არასოდეს შეცვლილა – მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მომხმარებლებმა, კერძოდ ჩინეთმა, ინდოეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ფასის ძლიერი ზრდის გამო “OPEC +”-ს მიწოდების კიდევ უფრო მეტად გაზრდა  სთხოვეს.

უფრო მეტიც, “OPEC+” არასაკმარისად ამარაგებს ბაზარზე ნავთობს, ვიდრე დაგეგმილი იყო, რიგ ქვეყნებში ავარიებისა და რემონტის გამო, ასევე გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობის გამო.

აგვისტოში გარიგება შესრულდა 119%-ით, სექტემბერში – 115%-ით, ოქტომბერში –  116%-ით, ნოემბერში – 117%-ით, დეკემბერში – 122%-ით, 2022 წლის იანვარში – 129%-ით. იანვრის მდგომარეობით, “OPEC+”-ის ქვეყნები მოიპოვებენ კვოტით დაშვებულ დონესთან შედარებით თითქმის 1 მილიონი ბარელით ნაკლებს დღეში.

Leave a Reply