Author Archives: admin

OPEC და რუსეთი ფასების ზრდის მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკას მტკიცედ იცავენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად  Opec – ის წევრები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თავიანთ ამჟამინდელ გეგმას, რათა ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით გაზარდონ. OPEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნავთობის ბაზრის ამჟამინდელი საფუძვლები და კონსენსუსი მიუთითებს კარგად დაბალანსებულ ბაზარზე და იმაზე, რომ მიმდინარე არასტაბილურობა გამოწვეულია არა ბაზრის ფუნდამენტური ცვლილებებით, არამედ მიმდინარე გეოპოლიტიკური განვითარებით“ ბაზარზე ნავთობის ფასმა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 112 აშშ დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 9,6 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 111,90 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპარლამენტმა კავშირს რუსეთიდან გაზის იმპორტის შეზღუდვისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის შეზღუდოს ნავთობისა და გაზის იმპორტი. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში „რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ“, რომელსაც დღეს ევროპარლამენტის რიგგარეშე სესიაზე უყარეს კენჭი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკისა და სამრეწველო ბაზის სტრატეგიულად შესუსტებაზე. კერძოდ, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის, მათ შორის, ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვასა და ევროკავშირის ახალი ინვესტიციების აკრძალვაზე ფედერაციაში, ასევე,  ახალი რუსული ...

Read More »

იტალიური Eni “ცისფერი ნაკადის” პროექტიდან გასვლას გეგმავს

იტალიის Eni “გაზპრომთან” არსებული ერთობლივი საწარმოდან, რომელიც რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელ “ცისფერი ნაკადის” გაზსადენს ფლობს, გასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ANSA, კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. შეგახსენებთ, რომ გაზსადენი “ცისფერი ნაკადი” განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისთვის შავი ზღვის გავლით მისაწოდებლად. აღნიშნული გმილსადენი რუსეთიდან თურქეთში გამავალი დერეფნის ნაწილია, რომელიც გადის უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი ...

Read More »

გიორგი მარგებაძე: ვინც საკუთარი ენერგორესურსების ათვისებას ებრძვის ან შენიღბული აგენტია, ან უწიგნური

ამის შესახებ ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი გიორგი მარგებაძე თავის Facebook გვერდზე წერს. “ამას იმიტომ ვწერ ეხლა, რომ ქართველის ემოციებით დატვირთული გული და გონება აშკარად უკეთესად მუშაობს. უკრაინის ომმის მიმდინარეობისას დავინახეთ დასავლეთის ყოყმანი და ფეხის თრევა მთავარ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც ძალიან რთული მისაღები იყო მათთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული რომ მათი ენერგო დამოკიდებულება გაზზე 42%-ია, ელ. ენერგიაში რომ გადავიყვანოთ ...

Read More »

ისტორიული რეკორდი – ევროპაში გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

2 მარტს ევროპაში საფონდო ბირჟაზე გაზის ფასმა ვაჭრობისას ისტორიული რეკორდი მოხსნა, რომელიც ბოლოს 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე თითქმის 2230 დოლარამდე გაიზარდა. გაზის ღირებულების ზრდამ 59,4% შეადგინა. ამის შესახებ რუსული მედია Tass ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „გაზის ღირებულება 2 მარტს მუდმივად აჭარბებს $1500, $1600, $1700, $1800, $1900, $2000 და $2100 1000 კუბურ მეტრზე“, ...

Read More »

აშშ ღიაა რუსეთის ენერგეტიკის სექტორის სანქცირებისთვის

შეერთებული შტატები “ღიაა” რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის სანქციების დაწესებისთვის. ეს განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის აფასებს სანქციების შესაძლო გავლენას გლობალურ ბაზრებზე და აშშ-ის ენერგეტიკულ ფასებზე. კითხვაზე, დააწესებენ თუ არა ვაშინგტონი და მისი დასავლელი მოკავშირეები სანქციებს მოსკოვის ენერგეტიკისა და გაზის ინდუსტრიაზე, ფსაკიმ MSNBC-სთან ინტერვიუში განუცხადა: “ჩვენ ძალიან ღია ვართ”. “ჩვენ განვიხილავთ ამას. ძალიან ბევრი რამ ...

Read More »

SOCAR-ის ტოპ მენეჯმენტში ცვლილებაა

ლევან გიორგაძემ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დატოვა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, SOCAR -ის ქართულ შვილობილს ნოდარ ყანჩაველი უხელმძღვანელებს. ნოდარ ყანჩაველი „სოკარის“ გუნდს 2014 წლიდან შეუერთდა. 2019 წლიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საოპერაციო დირექტორი იყო.

Read More »

ოთარ შამუგია: მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მე-6 კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისთვის განათლების როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის, მათ შორის, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გადამზადების პროცესში. „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული და ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა წარვმართოთ. საქართველომ ცირკულარული ...

Read More »

კრემლი აღიარებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავება “ჯერჯერობით შეუძლებელია”

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია. „ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, – განუცხადა დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს. ევროპაში რუსული გაზსადენის ...

Read More »