ამის შესახებ ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი გიორგი მარგებაძე თავის Facebook გვერდზე წერს.
“ამას იმიტომ ვწერ ეხლა, რომ ქართველის ემოციებით დატვირთული გული და გონება აშკარად უკეთესად მუშაობს.
უკრაინის ომმის მიმდინარეობისას დავინახეთ დასავლეთის ყოყმანი და ფეხის თრევა მთავარ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც ძალიან რთული მისაღები იყო მათთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული რომ მათი ენერგო დამოკიდებულება გაზზე 42%-ია, ელ. ენერგიაში რომ გადავიყვანოთ ეს დაახლოებით 1,6 მლრდ მგვტ.სთ-ია (სხვათაშორის ყველა ევროპულ ენერგეტიკულ კვლევაში გაზის მოცულობის რაოდენობა კვტ საათებშია გადაყვანილი).
რთულია და სერიოზული სამუშაო სჭირდება უარი უთხრა მეზობელს იაფ გაზზე და გადახვიდე უფრო ძვირიანზე, როგორიც არის LNG ან თუნდაც წახვიდე და ეგვიპტე-ისრაელის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვაში გაზი მოიპოვო და ინფრასტრუქტურა ააშენო მერე ევროპამდე, ან თუნდაც ნიგერიიდან ალჟირამდე და შემდეგ ევროპამდე დამატებითი გაზსადენი აშენო, ან NABUCO-ს პრორქტი განახორციელო, რთულია კი, და შეიძლება ეკონომიკური თვალსაწრისით ჯობდეს რუსეთზე იყო მიბმული, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ძალიან საშიშია, იმდენად საშში რომ მე-3 მსოფლიო ომის პირას ვდგვართ.
დღეს ევროპამ თავში ხელი შემოირტყა და მიხვდა რომ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ უნდა ეხელმძღვანელა, არამედ უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო ყველაფრის განმსაზღვრელი.
1980 წელს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 20%-მდე შეადგენდა და იმ პოლიტიკით რომ იაფია რუსული გაზი და ეკონომიკურად გამართლებული, მათი დამოკიდებულება რუსულ გაზზე 47%-მდეც კი გაიზარდა პანდემიის დაწყებამდე (2019 წელს), და დღეს რუსეთი თუკი რამით ემუქრება დასავლეთს (ატომური იარაღის გარდა) ზუსტად ეს გაზრდილი ციფრებია რომელიც ზემოთ მოვიყვანე.
აწი იმედია გადალაგდებიან, თუმცა დღეს და ხვალ ვერც განახლებად ენერგიებს აითვისებენ, ვერც დამატებით LNG სადგურებს დადგავენ, ვერც NABUCO-ს პროექტს გააცოცხლებენ (ირანი სანქცირებულია) და ვერც აფრიკის კონტინენტიდან შეძლებენ დამატებითი გაზის მისაღებად ინფრასტრუქტურის აშენებას, ეს გრძელვადიანი პროცესია რომელიც პრინციპში დასაწყებია სასწრაფოდ.
ვინმემ რაიმე პარალელები გაავლო ჩვენს ყოფაზე?
გახსოვთ ანტი ჰესისტების მთავარი მესიჯები?
1. ნამახვანის 6,3 ცენტიანი ტარიფი რა ამბავია აგერ რუსული დენი უფრო იაფია
2. ჰესების მშენებლობა წარსულია, ვინღა აშენებს
3. თურქეთის მიმართულებით გადამცემ ხაზებს სახელმწიფო ნამახვანს უშენებეს ხალხოოო
4. რატო ვანადგურებთ ბუნებას თუ მეზობელისგან შეიძლება დენი ვიყიდოთ
ქართული მიწა იყიდებაზე აღარ ვსაუბრობ.
აი ესაა დამღუპველი პოლიტიკა, აი ესაა ჰიბრიდული ომი, რომელიც შეგითრევს შეგითრევს და როდესაც გასვლა აღარ შეგეძლება შენს კავკასიურ სალამანდრას და ფასკუნჯს искандер-ს დააჯახებს через плечо.
დღეს ჩვენი ენერგოდამოკიდებულება მეზობლებზე (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი) 40%-ია, მადლობა ღმერთს ყველაზე დიდი წილი აზერბაიჯანი-თურქეთს უჭირავს გაზის და დენის სახით, მაგრამ იცოდეთ წლიდან წლამდე გაზრდილი მოხმარება ავტომატურად ზრდის რუსეთზე დამოკიდებულებას, რადგან მეტის საშუალება ფიზიკურად აღარ არის აზერბაიჯანის ან თურქეთის იმპორტის გაზრდის.
აი რატომ ებრძვიან ჩვენს რესურსებს, აი რატომ არის ამდენი პროექტი გაჩერებული და ჩავარდნილი, ამით იწყება შენი ოკუპაცია.
ვინც საკუთარი ენერგორესურსების ათვისებას ებრძვის ან შენიღბული აგენტია, ან ისეთი უწიგნური რომ ელემენტარული აზროვნების უნარი არ გააჩნია.
პატრიოტობა არაა მარტო იარაღის სროლა, პატრიოტობა შენი ქვეყნის შენებასაც ნიშნავს!
P.S ფინანსთა სამინისტრო! ფისკალური რისკი კი არა გარანტირებული ტარიფი დააბრუნეთ, უსაფრთხოების რისკები გვიდგას სახელმწიფოს.” – წერს გიორგი მარგებაძე.