რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად Opec – ის წევრები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თავიანთ ამჟამინდელ გეგმას, რათა ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით გაზარდონ.
OPEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნავთობის ბაზრის ამჟამინდელი საფუძვლები და კონსენსუსი მიუთითებს კარგად დაბალანსებულ ბაზარზე და იმაზე, რომ მიმდინარე არასტაბილურობა გამოწვეულია არა ბაზრის ფუნდამენტური ცვლილებებით, არამედ მიმდინარე გეოპოლიტიკური განვითარებით“
ბაზარზე ნავთობის ფასმა 110 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ბუნებრივი აირის ღირებულებამ ახალ რეკორდ მიაღწია, რადგან რუსეთის სამხედრო კამპანიამ უკრაინაში ბაზრებზე შიში გამოიწვია.
წყარო: “კომერსანტი”