იტალიის Eni “გაზპრომთან” არსებული ერთობლივი საწარმოდან, რომელიც რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელ “ცისფერი ნაკადის” გაზსადენს ფლობს, გასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ANSA, კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ გაზსადენი “ცისფერი ნაკადი” განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისთვის შავი ზღვის გავლით მისაწოდებლად. აღნიშნული გმილსადენი რუსეთიდან თურქეთში გამავალი დერეფნის ნაწილია, რომელიც გადის უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე.
გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია წელიწადში.