შეერთებული შტატები “ღიაა” რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის სანქციების დაწესებისთვის. ეს განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის აფასებს სანქციების შესაძლო გავლენას გლობალურ ბაზრებზე და აშშ-ის ენერგეტიკულ ფასებზე.
კითხვაზე, დააწესებენ თუ არა ვაშინგტონი და მისი დასავლელი მოკავშირეები სანქციებს მოსკოვის ენერგეტიკისა და გაზის ინდუსტრიაზე, ფსაკიმ MSNBC-სთან ინტერვიუში განუცხადა: “ჩვენ ძალიან ღია ვართ”.
“ჩვენ განვიხილავთ ამას. ძალიან ბევრი რამ დევს მაგიდაზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორი იქნება ზემოქმედება”,- დასძინა მან.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. “ბრენტის” ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა დღეს $113-ს მიაღწია, რაც 2014 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წყარო: businessformula.ge