ევროპარლამენტმა კავშირს რუსეთიდან გაზის იმპორტის შეზღუდვისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის შეზღუდოს ნავთობისა და გაზის იმპორტი.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში „რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ“, რომელსაც დღეს ევროპარლამენტის რიგგარეშე სესიაზე უყარეს კენჭი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკისა და სამრეწველო ბაზის სტრატეგიულად შესუსტებაზე. კერძოდ, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის, მათ შორის, ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვასა და ევროკავშირის ახალი ინვესტიციების აკრძალვაზე ფედერაციაში, ასევე,  ახალი რუსული ინვესტიციების განხორციელებაზე კავშირის მასშტაბით.

Leave a Reply