Author Archives: admin

“ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან”

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ახლა თვალს ვადევნებთ აბსურდულ ვითარებას. ევროკავშირი ერთი ხელით მხარს უჭერს უკრაინას, აძლევს მას ფინანსურ დახმარებას, სანქციებს უწესებს რუსეთს, ახდენს რესურსის მობილიზებას უკრაინისთვის იარაღის გადასაცემად და ამასთან ერთად აგრძელებს რუსეთისთვის ფულის გადახდას გაზისა და ნავთობისთვის, ...

Read More »

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნაზე მუშაობს

არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური მასალების, ჭაბურღილების ტექნიკური მონაცემების ელექტრონული ვერსიების  საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება და შედეგად მივიღებთ ერთგვარ საინფორმაციო ჰაბის. მასალების პროგრამული დამუშავების კვალდაკვალ გაადვილდება ქვეყნის ტერიტორიის ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნათა ...

Read More »

ევროპარლამენტარი: “2021 წელთან შედარებით, რუსეთს ენერგორესურსებში სამჯერ მეტს ვუხდით

გადავამოწმე, გამეგო რა თანხას ვაძლევთ ენერგორესურსების მოხმარებით რუსეთს. ომი დაწყებიდან დღემდე ანუ ამ ორ თვეში გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა რა თქმა უნდა გერმანია, მეორე იტალია, მესამე თურქეთი და მეოთხე ნიდერლანდებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაკ მადისონმა განაცხადა. „ევროპელები სამჯერ მეტს ვიხდით ანუ მეტად ვაფინანსებთ წელს, ვიდრე ზუსტად ამ დროს 2021-ში. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ...

Read More »

პოლონეთი რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუშაობს

პოლონეთს, რომელმაც უარი განაცხადა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე, მოსკოვმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აქამდე პოლონეთი ბუნებრივი აირის 50 პროცენტს რუსეთიდან იღებდა. პოლონეთში იმედი აქვთ, რომ დიდი რეზერვების, რომლებიც 75 პროცენტითაა სავსე და ალტერნატიული წყაროების მეშვეობით, მალე სრულად ჩაანაცვლებენ რუსულ ბუნებრივ აირს. ენერგეტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ვოიჩეხ იაკობიკი ამბობს, რომ პოლონეთს საფასური იამალის ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ შემოდიოდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი. ახლა კი აირის ...

Read More »

რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი “საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა” შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ...

Read More »

ენერგომატარებლები 50%-ით გაძვირდება

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, განსაკუთრებით სწრაფად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ენერგორესურსების ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება. ნავთობის ფასი ომამდე $80-ს შეადგენდა, დღეს 38%-ით – $110-მდეა გაზრდილი, რაც 8–წლიანი რეკორდია, მარტში 14 წლიანი რეკორდიც დაფიქსირდა და 1 ბარელის ღირებულებამ $130-ს გადააჭარბა. ზოგად არასტაბილურ ფონს, ის ფაქტიც ემატება, რომ რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. რუსეთი დღიურად ...

Read More »

ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE ...

Read More »

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, თუ გამონაკლისი არ იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს მილსადენებით ახორციელებენ

უნგრეთი, რომელსაც ნავთობის 2/3 და გაზის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოაქვს, დიდი ხანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე. „ამჟამინდელი ფორმით ბრიუსელის სანქციების პაკეტის მხარდაჭერა შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას. უნგრეთი ამ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან. მაშინ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება შენარჩუნდეს. ახლა ეს შეუძლებელია. უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად დაცულია, მაგრამ სანქციების ...

Read More »

სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას ვერ მიიღებს

სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კაროლ გალეკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაეთანხმება ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, სლოვაკეთი არ არის სანქციების წინააღმდეგ და სურს დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ზომებს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, რომ სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის. გალეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება დააზარალებს არა მხოლოდ სლოვაკეთის, ...

Read More »

კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორის წოდება დაიბრუნა

ზამთრის ბოლოს,  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გათბობის საწვავზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, კატარმა, Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ს გადაასწრო და თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორის წოდება დაიბრუნა. აპრილში კატარიდან საწვავის ექსპორტმა 7.5 მილიონი მეტრული ტონა შეადგინა. ზამთრის თვეებში დაბალმა ტემპერატურამ და ევროპის სურვილმა, შეემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება, ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებისა და საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია. ზამთრის დასრულების შემდგომ, აშშ-ის საექსპორტო ტერმინალების ნაწილმა რბილი მოთხოვნისა და ...

Read More »