სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას ვერ მიიღებს

სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კაროლ გალეკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაეთანხმება ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ.

მისი თქმით, სლოვაკეთი არ არის სანქციების წინააღმდეგ და სურს დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ზომებს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, რომ სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის.

გალეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება დააზარალებს არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის ენერგომომარაგებასაც.

„ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ ეკონომიკას“, – აღნიშნა მან.

 

Leave a Reply