ევროპარლამენტარი: “2021 წელთან შედარებით, რუსეთს ენერგორესურსებში სამჯერ მეტს ვუხდით

გადავამოწმე, გამეგო რა თანხას ვაძლევთ ენერგორესურსების მოხმარებით რუსეთს. ომი დაწყებიდან დღემდე ანუ ამ ორ თვეში გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა რა თქმა უნდა გერმანია, მეორე იტალია, მესამე თურქეთი და მეოთხე ნიდერლანდებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაკ მადისონმა განაცხადა.

„ევროპელები სამჯერ მეტს ვიხდით ანუ მეტად ვაფინანსებთ წელს, ვიდრე ზუსტად ამ დროს 2021-ში. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხვალ შესაძლოა გამოიყენოს მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Leave a Reply