Author Archives: admin

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ია დაზიანებული

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ია დაზიანებული. ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. გერმან გალუშენკოს თქმით, ომის დაწყებიდან პირველად, ოკუპანტების სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. მინისტრი მიზეზად იმასაც მიიჩნევს, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება. გალუშენკოს თქმით, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, დასავლეთს უკრაინა საჰაერო ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.19 (-  1,73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.13  (-  1,51)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ირანში საპროტესტო გამოსვლებს მენავთობეები შეუერთდნენ

ირანის ქალაქების, ბუშერის და დამავანდის ნავთობ-ქიმიური ქარხნების ათასზე მეტი მუშა შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება და რისი საბაბიც თავსაფრის არასწორად ტარების გამო დაკავებული ქალის პატიმრობაში სიკვდილი გახდა. ირანის ბევრ ქალაქში გამართულ გამოსვლებს მთავრობა სასტიკად უსწორდება. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, „რადიო ფარდას“ ცნობით, 10 ოქტომბერს მენავთობეებმა გადაკეტეს საწარმოსთან მისასვლელი გზები და დაცვის სამსახურის თანამშრომლებით გარშემორტყმულნი გაიძახოდნენ ლოზუნგს: ...

Read More »

სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, პარალელურად დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. დილიდან სპეცტექნიკით იწმინდება გზებიც. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ხობის, წალენჯიხის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ სათესი სავარგულები, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი. განსაკუთრებით დაზიანდა შიდა საავტომობილო გზები და ხიდები. მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

Read More »

რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს. 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო.

Read More »

“თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს”

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაშიგანაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ...

Read More »

ზელენსკი: მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობს. რუსთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან კომუნიკაციებისა და ენერგომომარაგების აღდგენის საკითხი განიხილა. „მტერმა დააზიანა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, თუმცა ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მობილური კომუნიკაციას, არ დაზიანებულა. ზოგან შეფერხებები იყო ელექტრომომარაგების უქონლობის გამო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Read More »

შვედეთი რუსეთს Nord Stream-ის შემოწმების შედეგებს არ გადასცემს

შვედეთი უარს ამბობს, რუსეთს მიაწოდოს გამოძიების შედეგები Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების მილების დაზიანების მიზეზების შესახებ, რაც მოხდა სამეფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, შვედეთში გამოძიება “კონფიდენციალურია” და ეს ეხება ამ საქმესაც. თითოეული ქვეყანა თავისუფალია, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება, – დასძინა პოლიტიკოსმა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს შეუერთდეს დანიისა და შვედეთის გამოძიებას Nord Stream-ზე. ამასობაში, გერმანიაში ...

Read More »

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპორტი 11 ოქტომბრიდან შეწყდება. „დღევანდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინას აიძულებს შეწყვიტოს ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით“, – აღნიშნულია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 10 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

Read More »