სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, პარალელურად დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. დილიდან სპეცტექნიკით იწმინდება გზებიც. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ხობის, წალენჯიხის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ სათესი სავარგულები, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი.
განსაკუთრებით დაზიანდა შიდა საავტომობილო გზები და ხიდები. მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.