თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის და მთაწმინდის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ამაღლების, წავკისის, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, ონიაშვილის, მანდელშტამის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ივანე ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის და კოტე აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, პურის მოედნის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, სანაპიროს, ათონელის, მტკვრის, სულხანიშვილის, პუშკინის, ფხოვის, თაბუკაშვილის, კვალეთის, ახოსპირელის, აბო-თბილელის, ბეთლემის, ჩიხლაძის და ხაზინას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ბოხუას, ბერძენიშვილის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, ავჭალა-1 დასახლების, თეთრი ტბის, ხევძმარის, გობრონიძის, ბრონშტეინის, ონის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და კობახიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ომარ ხიზანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სამღერეთის, წერონისის, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ივანიშვილი-დემურიას, მახალდიანის, რკინიგზის, ხიმშიაშვილის, ალილუევის, კიკნაძის, მანჯგალაძის, ურიდიას, ჩხიკვაძის, სურგულაძის, კონსკაიას, მიქელაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

Leave a Reply