Author Archives: admin

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის

რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის სატრანსპორტო კოსმოსურ ხომალდს და ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე განაცხადა. ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე პუტინმა გაიხსენა საბჭოთა კავშირის კოსმოსში მიღწეული წარმატებები და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს მის პროგრესს. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ წლის ბოლოს მთვარის ზონდს „Luna-25”-ს ...

Read More »

ზელენსკი: ბუჩის მოვლენებმაც კი ვერ აიძულა ევროკავშირი, რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგო დაეწესებინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყო. ამის შესახებ მან ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვის დროს თქვა. „თუ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ მეექვსე პაკეტის დროს დაიწყეს, მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ომისთვის ემზადებოდა რუსეთი. თუ ჯერ კიდევ არ არის მკაფიო მიდგომა რუსულ გაზთან დაკავშირებით, მაშინ ვერ ...

Read More »

მიუხედავად ფასის 35 დოლარით შემცირებისა, ინდურმა კომპანიამ რუსული Urals-ის ნავთობი ტენდერიდან ამოიღო

ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corporation-მა, ბოლო ტენდერის ფარგლებში, რამდენიმე მაღალგოგირდიანი ხარისხის ნავთობის, მათ შორის რუსული Urals-ის ნედლეულის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, Indian Oil-მა ბაზრის მონაწილეებს აცნობა, რომ ტენდერში, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს, Das-ის, Eugene Island-ის, Thunder Horse-ისა და Urals-ის ნავთობი აღარ შედის. Indian Oil ნედლეულის იმპორტს თავისთვის და შვილობილი კომპანია Chennai Petroleum-ისთვის ...

Read More »

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს. ფრანგულ მედიასთან საუბარში მარინ ლე პენმა თქვა, რომ არ სურს, სანქციებმა საფრანგეთის მოსახლეობა დააზარალოს. ულტრამემარჯვენე ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება. გამოკითხვის თანახმად, მაკრონსა და ლე პენს შორის საბოლოო ბრძოლა შეიძლება, უკიდურესად დაძაბული იყოს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ჩინეთი 2022 წელს რუსული ნახშირის იმპორტს 30%-ით გაზრდის – Bloomberg

ჩინეთში რუსული ნახშირის მიწოდების მოცულობა 2022 წელს 30%-ით, 71 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს Bloomberg, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. ექსპერტების აზრით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს საწვავი, რომელიც ადრე იაპონიისთვის იყო განკუთვნილი. ამავდროულად, ბანკის ცნობით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ნახშირს აზიაში არ გადამისამართებს. ვარაუდობენ, რომ ნახშირი ჩინეთს საზღვაო გზით მიეწოდება, კერძოდ ტანგშანის პორტს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ...

Read More »

ბაიდენი მოდის: რუსული ნავთობის იმპორტი ინდოეთის ინტერესებში არ არის

11 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ონლაინ-შეხვედრა გამართეს. ბაიდენმა მოდის უთხრა, რომ რუსული ნავთობის გაზრდილი იმპორტი ინდოეთის ინტერესებში არ არის, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. აშშ-ს ლიდერი ინდოეთს ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიცირებაში დახმარებას დაჰპირდა. ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთმა რუსეთისგან დისკონტირებულ ფასად 13 მილიონ ბარელამდე ნავთობი შეიძინა. შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში ინდოეთმა ჯამში რუსეთიდან 16 მილიონი ნავთბი შემოიტანა. “ბუჩას [სისხლისღვრის] ...

Read More »

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი დაიწყო

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ მონაწილეებს გააცნო როგორც კურსის სპეციფიკა, მიმდინარეობა, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ისტორიის შესახებ. ნუგზარ ბერიძემ მიმოიხილა რეგულირების კუთხით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ევროკავშირი და ეგვიპტე ბუნებრივი აირით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებენ

ევროკავშირი და ეგვიპტე ენერგორესურსებით ვაჭრობის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შორის კაიროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ირკვევა, დელეგაციებმა მიმოიხილეს როგორც ეგვიპტური თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში მოკლე ვადაში მიწოდების პერსპექტივა, ასევე სახელმწიფოში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენების საკითხი, რომელიც ამ პროდუქტის წარმოების კუთხით, ეგვიპტეს რეგიონის წამყვან ქვეყნად აქცევს. ამასთანავე, ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ახალ კონტრაქტებში შემცირებული ფასები და შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავის ხარისხი აქამდეც მოწმდებოდა და ეს პროცესი სამომავლოდაც ანალოგიურად გაგრძელდება. რაც შეეხება საწვავის ფასებს, მინისტრის განმარტებით, მოსაწოდებელ საწვავთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები არის გარკვეულწილად ფასების მაჩვენებელი და წინა თვეებთან შედარებით, კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია. „საწვავის ხარისხზე გეტყვით, რომ ხარისხის კომპონენტის შემოწმება ბუნებრივია, აქამდეც ხდებოდა და შემდგომ პერიოდშიც ანალოგიურად გაგრძელდება. ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, ...

Read More »

მთვრალაშვილი: ამ ეტაპზე რეგულარის ₾3-მდე გაიაფება შეუძლებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე დაწყებული საწვავის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება. მას დაკონკრეტება უჭირს, რამდენით შემცირდება ფასები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის. „ჯერ კიდევ გაყიდვაშია მაღალი ფასით იმპორტირებული საწვავი. ეს განაპირობებს, რომ ფიქსირდება ისტორიულად მაღალი ფასი საწვავზე საქართველოში. საწვავის გაიაფების გლობალური პროცესი უკვე ...

Read More »