ვლადიმერ პუტინი – რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის

რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის სატრანსპორტო კოსმოსურ ხომალდს და ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე განაცხადა.

ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე პუტინმა გაიხსენა საბჭოთა კავშირის კოსმოსში მიღწეული წარმატებები და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს მის პროგრესს.

კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ წლის ბოლოს მთვარის ზონდს „Luna-25”-ს გაუშვებს, ხოლო კოსმოსურ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიაში ბელარუსთან თანამშრომლობას გააღრმავებს, კერძოდ, მოსკოვი მინსკთან მუშაობის შედეგად კოსმოსში ორივე ქვეყნის დამოუკიდებელ წვდომას უზრუნველყოფს.

პუტინის განცხადებით, მან სთხოვა რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს „როსკოსმოსს“ გაწვრთნას ბელარუსები რუსული კოსმოსური ხომალდით ფრენისთვის.

წყარო: interpressnews.ge

Leave a Reply