მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ჩინეთი 2022 წელს რუსული ნახშირის იმპორტს 30%-ით გაზრდის – Bloomberg

ჩინეთში რუსული ნახშირის მიწოდების მოცულობა 2022 წელს 30%-ით, 71 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს Bloomberg, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

ექსპერტების აზრით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს საწვავი, რომელიც ადრე იაპონიისთვის იყო განკუთვნილი. ამავდროულად, ბანკის ცნობით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ნახშირს აზიაში არ გადამისამართებს.

ვარაუდობენ, რომ ნახშირი ჩინეთს საზღვაო გზით მიეწოდება, კერძოდ ტანგშანის პორტს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს მიწოდება დაეხმარება ჩინეთს ინდონეზიიდან მოცულობის შემცირების ანაზღაურებაში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply