Author Archives: admin

დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია. საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 96 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ნავთობის ფასები ბოლო კვირების განმავლობაში მოთხოვნისა და მიწოდების დისპროპორციის გამო იზრდება. ამგვარ დინამიკას ხელს უწყობს დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალური საფრთხე. JP Morgan-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაზე ...

Read More »

ბათუმში გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით სრული განახლება იწყება

ბათუმში გარეგანათების სისტემის სრული განახლება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით განახლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. პროექტი გულისხმობს 14 555 ერთეული სანათის შეცვლას და შემდგომ მოვლა-ექსპლუატაციას 2027 წლამდე, რისთვისაც გათვალისწინებულია 28 963 288 ლარი. საგარანტიო პერიოდი 10 წლის ვადით განისაზღვრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება ...

Read More »

ბაიდენმა და ჯონსონმა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდეს

დასავლელი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანი რუსული საფრთხის წინაშე, მათ შორის სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის დაწესება რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრისას გაცხადდა. უკრაინაში ესკალაციის თემა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო . მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების “ფანჯარა” ჯერ კიდევ არსებობს. ამავდროულად, ბაიდენმა და ჯონსონმა ხაზგასმით ...

Read More »

“თბილისი ენერჯი”: ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები იყო

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ დიღმის მასივში, სადაც დღეს, 15 თებერვალს, დილით აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. კომპანიაში აფეთქების მიზეზებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებენ. “დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან. ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება”, – აცხადებენ კომპანიაში. აფეთქების ხმა დიღმის ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

„წლის დასაწყისიდან ნავთობინდუსტრია ერთადერთია, სადაც ფასი არ შეცვლილა“ – ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის გაძვირებას აანონსებს

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი 3.5-4 ლარამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“, – ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოიმატებს, ხოლო შედარებით დიდ დროში ფასის 25 თეთრამდე ზრდაცაა მოსალოდნელი. „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საწვავზე ფასი ...

Read More »

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, ...

Read More »
„შაჰ დენიზი 2“-ის პროექტის მიმდინარეობა და საქართველო

საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან 2022 წელს 14%-ით მეტ გაზს მიიღებს

2022 წლის ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსი უცვლელად 2.7 მლრდ კუბურ მეტრზე ნარჩუნდება, თუმცა მასში იაფი შაჰ-დენიზის წილი 14%-ით 1.156 მლრდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი. რუსეთიდან საქართველო ისევ 200 მლნ კუბური მეტრის შეძენას გეგმავს. უცვლელია და ისევ მიზერულია ადგილობრივი მოპოვებაც – 13 მლნ კუბური მეტრი. შემცირებით კი 1.504 მლრდ-დან 1.358 მლრდ კუბურ მეტრამდე სოკარისგან მოსაწოდებელი გაზი შემცირდა. სოკარისგან საქართველო ძირითადად კომერციულ გაზს ...

Read More »

ნავთობის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

2022 წლის 14 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 96,48  (+ 2,04)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95,46 (+  2,36)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გერმანული მატარებლები 2040 წლისთვის დიზელის გამოყენებას შეწყვეტენ

2040 წლისთვის გერმანული მატარებლები სრულად შეწყვეტენ დიზელის გამოყენებას და გადავლენ ბიოსაწვავზე, როგორც წამყვან ალტერნატივაზე. 100%-იან ელექტროენერგიაზე გადასვლასთან ერთად, 2040 წლისთვის დიზელის ეტაპობრივი ლიკვიდაციაც  ქვეყნის ეკოლოგიური გეგმის შემადგენელი ნაწილია. სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, დიზელის 3.000-მდე სატრანსპორტო საშუალება, მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ საწვავზე მუშაობას დაიწყებს. რაც შეეხება ახალ მანქანებს, ფირმის განცხადებით, სამომავლოდ, მხოლოდ წყალბადსა ან ბატარეაზე მომუშავე ძრავების შეძენა იგეგმება. აღსანიშნავია, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

წლის დასაწყისიდან ევროპაში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,10-0,15 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 14 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,18 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.26  ევროს, დიზელის საწვავი – 1,87 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ...

Read More »