2040 წლისთვის გერმანული მატარებლები სრულად შეწყვეტენ დიზელის გამოყენებას და გადავლენ ბიოსაწვავზე, როგორც წამყვან ალტერნატივაზე. 100%-იან ელექტროენერგიაზე გადასვლასთან ერთად, 2040 წლისთვის დიზელის ეტაპობრივი ლიკვიდაციაც ქვეყნის ეკოლოგიური გეგმის შემადგენელი ნაწილია.
სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, დიზელის 3.000-მდე სატრანსპორტო საშუალება, მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ საწვავზე მუშაობას დაიწყებს. რაც შეეხება ახალ მანქანებს, ფირმის განცხადებით, სამომავლოდ, მხოლოდ წყალბადსა ან ბატარეაზე მომუშავე ძრავების შეძენა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი უპირატესობას ნარჩენი მასალისგან მიღებულ ბიოსაწვავს ანიჭებს, რათა საწვავისა და საკვების წარმოებამ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ.
საკუთარი მიზნების შესახებ Deutsche Bahn-ის სატვირთო სატრანსპორტო შვილობილმა კომპანია DB Cargo-მ, იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა. ფირმა ე.წ. „ორმაგი სიმძლავრის ლოკომოტივების“ გამოყენებასაც გეგმავს, რომლის საშუალებით ჩვეულებრივ დიზელსა და თანამედროვე ელექტროძრავას შორის გადართვაა შესაძლებელი, რაც, როგორც ელექტრიფიცირებულ ლიანდაგზე, ასევე მეორეულ ხაზებზე, მიწისზედა ხაზების გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს.
წყარო: forbes.ge