Author Archives: admin

“როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით

ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, “როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო  უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ...

Read More »

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სსე-ის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი წარადგინა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სსე-ის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი წარადგინა, ახალ მმართველს წარმატება უსურვა, უჩა უჩანეიშვილს კი გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგის ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „შაქშაჰეთ ჰესის“, „ჭიორა ჰესის“, „ჩვეშურა ჰესის“, დირექტორის თანამდებობებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ...

Read More »

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს. რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია. „უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

რუსებმა აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიანი სქემა შესთავაზეს

რუსები აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიან პროექტს სთავაზობენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს სოხუმში მყოფმა რუსული კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტებმა განუცხადეს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. რუსები აფხაზეთში გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების მიზნით იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის გაზიფიკაციის რამდენიმე სცენარი აქვთ. ეს არის ქსელის გაზიფიცირება, თხევადი ბუნებრივი აირით ავტონომიური გაზიფიცირება და ენერგეტიკული ობიექტების გაზიფიცირება. კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთავაზებული სცენარების გატარება სამომავლოდ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ...

Read More »

დონბასის აღიარების საპასუხოდ გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიკაცია შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მთავრობას – შეჩერდეს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. ოლაფ შოლცის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებელია მთელი პროცესის გადააზრება და ამ ვითარებაში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი ვერ გაგრძელდება. ამასთანავე შოლცის თქმით, გერმანიამ ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად განიხილა სანქციების პაკეტები და მის შესახებ დღის ბოლომდე ერთობლივ ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება გაიზარდა

იანვარში ელექტროენერგიის გენერაცია 26.9%-ით 1.025 მლრდ კვტ/სთ-მდე, ხოლო მოხმარება 16.2%-ით 1.373 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს. გენერაცია გაიზარდა როგორც თბოსადგურების 341 მლნ კვტ/სთ-დან 508 მლნ კვტ/სთ-მდე, ასევე ჰიდროსადგურების ხარჯზე 461 მლნ კვტ/სთ-დან 510 მლნ კვტ/სთ-მდე. 5.1 მლნ კვტ/სთ-დან 6.6 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებაც, თუმცა მისი წილი სისტემაში კვლავ 0.7%-ზე ნაკლები რჩება. ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს, –  სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაზსადენის სერტიფიცირება მაშინ გაჩერდება. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის სანქციების ნაწილი“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი მონაწილეობს ყატარში მიმდინარე სამიტში გაზის საკითხებზე

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში. “ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ”, – თქვა რაისიმ 20 თებერვალს ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან

„ამ კვირის განმავლობაში, გვექნება შეხვედრები ელექტროავტომობილების მწარმოებლებთან. ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს და მედიას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან. ეს შეხვედრა ამ კვირაში შედგება ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ელექტრომობილების საქართველოში წარმოება საკმაოდ სასურველი პროექტია, მაგრამ – საკმაოდ რთულიც. „განსაკუთრებით, თავისი კორექტივები ამაში პანდემიამ შეიტანა. სამრეწველო ...

Read More »
მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური 2017 წელს გაეშვება

საქართველოში 1 მზისა და 4 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

საქართველოში მზისა და ჰიდროელექტროსადგურები აშენდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღეს გამოსცა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლშია დაგეგმილი, ხოლო 4 ჰიდროელექტროსადგური ქვემო ქართლის რეგიონში განთავსდება. მთავრობის ინფორმაციით, ხუთივე სადგურის მშენებლობისთვის, ჯამში 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული. როგორც “ბიზნეს ფორმულას” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მზის ელექტროსადგური გორის მუნიციპალიტეტში აშენდება. „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ დადგმული სიმძლავრე 5,32 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი, 8,23 მლნ ...

Read More »