უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია.

„უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს, გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, – ამბობს Manulife Investment Management-ის წარმომადგენელი სიუ ტრინი.

სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბოს.

Leave a Reply