Author Archives: admin

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტს გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ირანიდან ნავთობის იმპორტის განახლების შესაძლებლობას რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე უარის თქმის შემდეგ. 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ნედ პრაისის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ არ ვაპირებთ რუსული ნავთობის ირანული ნავთობით ჩანაცვლებას. ეს ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა მან. პრაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბულგარეთი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს

ბულგარეთის მთავრობა დუნაის ნაპირზე, კოზლოდუის მოქმედ ბირთვულ ელექტროსადგურზე, სულ მცირე ერთი ატომური რეაქტორის აშენებას გეგმავს. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის ამოქმედდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ასენ ვასილევის განმარტებით, ჯამში ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ფლობისთვის, ბულგარეთს მეორე ატომური რეაქტორის მშენებლობის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ორი ახალი, თუმცა გამოუყენებელი რუსული ატომური რეაქტორი, რომელთა ბედიც გაურკვეველია, რადგან რეაქტორების ჩართვა ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 15 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.87 (+2.96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.53 (-  6,57)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და მინდელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას VI, VII კვარტლებოის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ფხაკაძის (ნაწილობრივ) ქუჩების ...

Read More »

სემეკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის. უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო და პირველადი საჭიროების საგნები სემეკის თავმჯდომარის ინიციატივით, მისი და კომისიის წევრების, თანამშრომლების ფინანსური ჩართულობით შეგროვდა. „ვაგზავნით პირველ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა ქართველების დახმარება და გვერდში დგომა ყველანაირად იგრძნოს. ჩვენ ვიცით, რა არის ომი, ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერასა ...

Read More »

„კომპანიებს ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების მატება უწევთ“ – გაიაფდება თუ არა ნავთობპროდუქტები

„ეს მოცემულობა სამწუხაროდ, დღეს ქმნის იმ რეალობას, რომ კომპანიებს ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში, საწვავზე ფასების მატება უწევთ, მათ შორის, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს“, – ამის შესახებ ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, რადიო ,,პალიტრისა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს, 1 ტონა ბენზინის და დიზელის ღირებულება (რა სახითაც იმპორტი ხორციელდება) ...

Read More »

შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,28  აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 109,36 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თითქმის 3 დოლარით გაიზრდება

რუსეთში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2,9 დოლარით გაიზრდება და ტონაზე 61,2 დოლარი იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. სამინისტროს ცნობით, რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-ის საშუალო ფასი მონიტორინგის პერიოდში 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 14 მარტამდე 95,59 აშშ დოლარი იყო ბარელზე, ანუ 697,8 აშშ დოლარი ტონაზე.

Read More »

ევროკავშირის ახალი სანქციები: რუსულ ენერგეტიკაში ინვესტიციების განთავსება აიკრძალა

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ და პერსონალურ შემაკავებელ ზომებს. გაერთიანებამ შეზღუდა რუსეთიდან ფოლადისა და რკინის იმპორტი, ინვესტიციები ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში, ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში და ასევე დააწესა სანქციები რუსი ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. როგორც ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, „ევროკავშირის საბჭომ აკრძალა ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში და ასევე შემოიღო ყოვლისმომცველი შეზღუდვები ენერგეტიკული ...

Read More »

უკრაინის გავლით ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი რუსული გაზი მიეწოდება

უკრაინის სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ქვეყნის გავლით რუსეთიდან ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი მიეწოდება (40 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც “გაზპრომის”, ისე უკრინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული მონაცემებით დასტურდება, რომ დღიური ნომინაციები დაახლოებით 109,4 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »