სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და მინდელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას VI, VII კვარტლებოის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ფხაკაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ბოგვის, ჭოპორტის, ლიახვის, ჟინვალის, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply