რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თითქმის 3 დოლარით გაიზრდება

რუსეთში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2,9 დოლარით გაიზრდება და ტონაზე 61,2 დოლარი იქნება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა.

სამინისტროს ცნობით, რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-ის საშუალო ფასი მონიტორინგის პერიოდში 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 14 მარტამდე 95,59 აშშ დოლარი იყო ბარელზე, ანუ 697,8 აშშ დოლარი ტონაზე.

Leave a Reply