Author Archives: admin

სემეკმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დააფუძნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი დააფუძნა. ცენტრის მიზანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას დაინტერესებულ ჯგუფებში. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ტრენინგები ჩატარდება ენერგეტიკის სექტორში არსებული ახალი საკანონმდებლო ბაზის, კომისიის ...

Read More »

პუტინი ოლიმპიადაზე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებით ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. რუსეთის ლიდერმა ჩინეთს დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდა შესთავაზა. პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა ახალი შეთანხმება ჩინეთისთვის დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. რუსეთი აძლიერებს კავშირებს ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში 9 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის, დიდების, კოჯრის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი ფონიჭალას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ბუგეულის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლისაშვილის, ...

Read More »

Shell-ი ავსტრალიაში გაზის 145 ახალი საბადოს ბურღვას დაიწყებს

კომპანია Shell-ი 2024 წლამდე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის გაზის 145 ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Shell Australia ავრცელებს. ბურღვითი საქმიანობისთვის კომპანია აპირებს მოლაპარაკებების სერიის წარმოებას აბორიგენების წარმომადგენლებთან, რომლებიც იმ მიწების მფლობელები არიან, სადაც არის საბადოები, რათა მოხდეს მინიმუმამდე დაყვანა ნეგატიური გავლენების მათ სამეურნეო საქმინობაზე და ამავდროულად, არ მიადგეს ზიანი ადგილებს, რომლებიც ძირძველი ხალხისთვის ძვირფასია. „Shell Australiaს ...

Read More »

მაია ბითაძე: კომიტეტის ექვსპუნქტიან გეგმაში, მთავარ საკითხს სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა წარმოადგენს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამრეწველო კვირეულის ფარგლებში გამართულ ონლაინ ეროვნულ კონფერენციაში: „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე გარდაქმნის“ საშუალება საქართველოს სამრეწველო საწარმოებისთვის”. „მინდა მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერისათვის და ამ კონფერენციის ორგანიზებისათვის სადაც ჩვენ შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა კიდევ უფრო ...

Read More »

ვენაში განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე

ვენაში 8 თებერვალს უნდა განახლდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმ ფონზე, როდესაც ირანის განცხადებით, ამ შეთანხმებასთან დაბრუნებისთვის „წითელ ხაზს“ მისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება წარმოადგენს. აშშ ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანთან შეთანხმების მიღწევას, რაც ვაშინგტონის აზრით, უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ირანი ამასობაში განაგრძობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებას. „გარიგება, რომელიც ...

Read More »

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს ბოლო უნდა მოეღოს“

„კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მომავალს დაასრულებს, დადებითი სიგნალია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კულებას თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ უკრაინის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსაფრთხოების პრობლემა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ორმხრივად ...

Read More »

2021 წელს რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 8,5%-ით გაიზარდა და $7,32 მლრდ შეადგინა

რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 2021 წელს გაიზარდა. კერძოდ, Sakhalin Energy-ისა და Yamal LNG-ის შემოსავალი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტიდან 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 7,32 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (FCS) მონაცემებშია ნათქვამი. Sakhalin Energy-ის აქციონერები არიან გაზპრომი (50%), Royal Dutch Shell (27,5%), იაპონური Mitsui (12,5%) და Mitsubishi (10%). Yamal LNG ფლობს 50.1% ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ არაბულ კომპანია „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარება განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორს მოჰამედ იამელ ალ რამაჰის შეხვდა. შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „მასდარი“ ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გახსნა რუსეთთან კრიზისიდან, გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია“ – ბრუნო ლე მერი

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გახსნა რუსეთთან, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია“, – ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერიმ განაცხადა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის გახსნა ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია რუსეთთან მოლაპარაკებისა და კრიზისიდან გამოსვლისა“, – აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. გერმანიის ხელისუფლება, ასევე, აცხადებს, რომ ...

Read More »