2021 წელს რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 8,5%-ით გაიზარდა და $7,32 მლრდ შეადგინა

რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 2021 წელს გაიზარდა. კერძოდ, Sakhalin Energy-ისა და Yamal LNG-ის შემოსავალი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტიდან 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 7,32 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (FCS) მონაცემებშია ნათქვამი.

Sakhalin Energy-ის აქციონერები არიან გაზპრომი (50%), Royal Dutch Shell (27,5%), იაპონური Mitsui (12,5%) და Mitsubishi (10%).

Yamal LNG ფლობს 50.1% Novatek, 20% საფრანგეთის Total-ი და ჩინეთის CNPC  9.9%. პროექტი ტამბეისკოეს საბადოს ბაზაზე (იამალის ნახევარკუნძული) ხორციელდება.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply