„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გახსნა რუსეთთან კრიზისიდან, გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია“ – ბრუნო ლე მერი

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გახსნა რუსეთთან, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია“, – ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერიმ განაცხადა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის გახსნა ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია რუსეთთან მოლაპარაკებისა და კრიზისიდან გამოსვლისა“, – აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.

თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება.

გერმანიის ხელისუფლება, ასევე, აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, შესაძლოა გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი დახუროს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. 

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

წყარო: pia.ge

Leave a Reply