„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს ბოლო უნდა მოეღოს“

„კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მომავალს დაასრულებს, დადებითი სიგნალია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კულებას თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ უკრაინის პოზიცია უცვლელია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსაფრთხოების პრობლემა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება ვიპოვოთ. ჩვენთვის დადებითი სიგნალია, რომ, ამ თემაზე ახლა არის გარკვეული კონსენსუსი. ჯერ ერთი, რომ არ არის საჭირო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების აჩქარება და მეორეც, რომ უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი სახით შეჭრის შემთხვევაში ამ პროექტს ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა კულებამ.

 

Leave a Reply