Author Archives: admin

ლევან დავითაშვილი – საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, დავაკვირდეთ მოვლენებს, თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ადეკვატური რეაგირება გვექნება

გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია – დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ფასის ზრდაზე გამოთქმულ პროგნოზებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, “არავინ იცის” და ეს საკითხი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. “საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება ...

Read More »

სანქციების საფრთხის გამო, ევროპასა და აზიაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე თავს იკავებენ

აზიასა და ევროპაში რუსული ნავთობის მყიდველები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინის ირგვლივ შესაძლო ესკალაციის გამო, იწყებენ თავიანთი გეგმების გადახედვას და ლოტების შესყიდვის გადადებას, იმის შიშით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სანქციების ხაფანგში მოხვდებიან. რუსული ნავთობის Urals, ფასი ევროპაში მკვეთრად დაეცა სხვა ბრენდებთან შედარებით და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შემცირებას მიაღწია: თითოეული ბარელი Brent-ზე თითქმის 4 დოლარით ნაკლები ღირს. წლის დასაწყისში საპირისპირო ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

2015 წლიდან ავტოგასამართი სადგურების რიცხვი 29%-ით გაიზარდა და 1 232 შეადგინა

2015 წლიდან 29%-ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, 5 მსხვილი კომპანიის წილი ავტოგასამართი სადგურების კომპენენტში 40%-ს აღწევს. „2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39-ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%-ია, მაშინ როდესაც, 2013 წელს მხოლოდ 5 იყო. 2015 წლიდან ...

Read More »

საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს

საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს. ასევე მის გეგმებშია იყოს ენერგო-დამაკავშირებელი ცენტრი აფრიკასა და ევროპას შორის. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მოციტაკისმა სერბეთში მისი ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ენერგოსტაბილურობა ჩვენთან, ბალკანეთზეც და მთელს ევროპაში, ამიტომ გვსურს, გავხდეთ ენერგო დამაკავშირებელი, შევთავაზოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ანუ ენერგიის დივერსიფიცირება. სერბეთსა და ბულგარეთს შორის მთავარი ინტერკონექტორის მშენებლობა მალე დასრულდება და საბერძნეთი მალე ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 17 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 92.97  (- 1.84)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.76  (- 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

ოკუპირებულ აფხაზეთში, მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, წინა წლის იანვართან შედარებით 13,2%-ით გაიზარდა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენრგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 24 მილიონ 820 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვრის გამომუშავებაზე 26,9%-ით მეტი. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 48,8%-ით (341.285 მლნ კვტ.სთ-დან 507.920 მლნ კვტ.სთ-მდე) არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელენერგიის მოცულობა კი ...

Read More »

გაზსადენის დაზიანების გამო, სამგორის რაიონში აბონენტებს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდათ

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის დაზიანების გამო, სამგორის რაიონში აბონენტებს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდათ. „გაცნობებთ, რომ სამგორის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს, 01:30 საათზე გაზის მიწოდება შეუწყდა ვარკეთილის III მასივი, ნაკვ. 20 (025)-ში მდებარე შპს „ვარკეთილი დეველოფმენთის”, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 33ა ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

მთავრობამ შესაძლოა საწვავის მინიმალური და მაქსიმალური ფასი დააზღვიოს

საწვავის ფასების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა გარკვეული დაზღვევის მექანიზმი შეიმუშაოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შესაძლოა საწვავის მაქსიმალური და მინიმალური ფასის დაზღვევა მოხდეს. „საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დიდწილად ეს განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოშია. ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხისა და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,76 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »