საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

მთავრობამ შესაძლოა საწვავის მინიმალური და მაქსიმალური ფასი დააზღვიოს

საწვავის ფასების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა გარკვეული დაზღვევის მექანიზმი შეიმუშაოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შესაძლოა საწვავის მაქსიმალური და მინიმალური ფასის დაზღვევა მოხდეს.

„საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დიდწილად ეს განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოშია. ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაძლებელია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღეის მდგომარეობით 1 ლიტრი რეგულარის ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე 3.09 ლარიდან 3.17 ლარამდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ “საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში ბენზინი ერთი წლის განმავლობაში 37%-ით გაძვირდა.

წყარო: “ბიზნესფომრულა”

Leave a Reply