რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

2015 წლიდან ავტოგასამართი სადგურების რიცხვი 29%-ით გაიზარდა და 1 232 შეადგინა

2015 წლიდან 29%-ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 5 მსხვილი კომპანიის წილი ავტოგასამართი სადგურების კომპენენტში 40%-ს აღწევს.

„2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39-ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%-ია, მაშინ როდესაც, 2013 წელს მხოლოდ 5 იყო. 2015 წლიდან 29%-ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია, საიდანაც 5 მსხვილი კომპანია ოპერირებას უწევს მათ 40%-ს. იმპორტის დონზე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, საბითუმო და საცალო დონეზე დაბალკონცენტრირებული, მოხდა ცვლილება ,,ხუთეულში’’, რაც მიუთითებს აქტიურ კონკურენციაზე“, – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

Leave a Reply