საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს

საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს. ასევე მის გეგმებშია იყოს ენერგო-დამაკავშირებელი ცენტრი აფრიკასა და ევროპას შორის. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მოციტაკისმა სერბეთში მისი ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ენერგოსტაბილურობა ჩვენთან, ბალკანეთზეც და მთელს ევროპაში, ამიტომ გვსურს, გავხდეთ ენერგო დამაკავშირებელი, შევთავაზოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ანუ ენერგიის დივერსიფიცირება. სერბეთსა და ბულგარეთს შორის მთავარი ინტერკონექტორის მშენებლობა მალე დასრულდება და საბერძნეთი მალე დაასრულებს გათხევადებული გაზის საცავის მშენებლობას ალექსდროუპოლისის პორტში. ეს არის ის, რაც აინტერესებს არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, განსაკუთრებით ბულგარეთს, სერბეთს და სხვა ბალკანურ ქვეყნებს. საბერძნეთი მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის კუთხითაც და ევროპისა და აფრიკის დამაკავშირებლადაც. ჩვენ დავაკავშირებთ ეგვიპტეს, კვიპროსს და ისრაელს ერთმანეთთან“, – განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.

1-ელ თებერვალს ბურლგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი ინტერკონექტორის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა. როგორც ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა ანა ბარნაბიჩმა განაცხადა, ის დაეხმარება სერბეთს მიიღოს გათხევადებული გაზი საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ნებისმიერი წყაროდან“.

მოსალოდნელია, რომ ამ ინტერკონექტორის მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 85,5 მლნ ევროა, საიდანაც 25 მლნ გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი, 49,6 მლნ დაუბრუნებელი დახმარება ევროპული ფონდებიდან, ხოლო 10,3 მლნ ევრო სერბეთის ბუჯეტიდან არის გამოყოფილი, 600 ათასს კი კომპანია „სერბიაგაზი“ ფარავს. ინტერკონექტორის სიმძლავრე 1,8 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply