Author Archives: admin

ირანის განცხადებით ბირთვული შეთანხმების წარმეტებით დასრულებისთვის ბაიდენის მხრიდან გარანტიების მიცემაა აუცილებელი

2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა. “აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი ...

Read More »

ExxonMobil შავ ზღვაში გაზის მოპოვებაზე უარს იტყვის

ამერიკული ნავთობისა და გაზის გიგანტი ExxonMobil შავი ზღვის ბუნებრივი აირის საბადოების განვითარებაში საკუთარ წილს რუმინულ კომპანია Neptun Deep-ს მიჰყიდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, კონტრაქტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საწარმო სხვა თანამფლობელის, ბუქარესტის კუთვნილი კომპანია OMV Petrom-ს მმართველობაში გადავა. ExxonMobil-ის სათავო ოფისი ტეხასში მდებარეობს, ის ერთ-ერთი უდიდესი კერძო ნავთობკომპანიაა მსოფლიოში. წყარო: report.ge

Read More »

DRI: აფხაზეთში ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება: “ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გათიშვამ აფხაზეთი ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. ვითარება ვერც სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსწორდა. რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტის სისტემა ვერ აეწყო და დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება. რა ქმნის ელექტროენერგიის დეფიციტს აფხაზეთის ენერგოსისტემაში? ამ პრობლემის ყველაზე მარტივი ახსნა ბიტკოინის მაინინგ-ფერმებია. ...

Read More »

პორტუგალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა

“პორტუგალიაში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების, როგორიცაა ბამბის ჯოხების, სამკაულების, დანა-ჩანგლის გაყიდვას კრძალავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დადგენილება ასევე სასმელების ჭიქებისა და საკვების კონტეინერების მოხმარებას 2026 წლის ბოლომდე 80%-ით და 2030 წლის ბოლომდე 90%-ით შემცირებას ისახავს მიზნად. პორტუგალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკვებისა და სასმელის მოხმარებისთვის მრავალჯერადი გამოყენებადი კონტეინერები იქნება გამოყენებული.

Read More »

ავსტრალიური კომპანია არგენტინაში წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარს ჩადებს

ავსტრალიური კომპანია Fortescue Future Industries-ი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროში „მწვანე“ წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ამ კომპანიის ლათინური ამერიკის განყოფილების წარმომადგენელმა აგუსტინ პიჩოტმა არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესსა და კომპანიის ხელმძრავენლობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „Fortescue-მ უკვე დაიწყო რეგიონის გეოლოგიური დაზვერვა, რათა დაიწყოს წყალბადის სამრეწველო წარმოება, რისთვისაც დაიხარჯება ...

Read More »

ბეზოსი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2030 წლისთვის ბუნების აღდგენისა და სასურსათო სისტემების მოდერნიზაციისთვის 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. როგორც ბეზოსმა გლაზგოში გაეროს სამიტზე განაცხადა, როდესაც ის ივლისში კოსმოსში გაფრინდა, დაინახა რამდენად ფაქიზია ჩვენი ბუნება. „მე ვიცოდი, რომ კოსმოსში გაფრენის შემდეგ იცვლება ხედვა, რომლითაც სამყაროს ვუყურებთ. მაგრამ მე არ მეგონა, რომ ეს ასეთი დიდი სხვაობა იქნებოდა, უნდა გავერთიანდეთ, რათა ...

Read More »

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი უკრაინაში – რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყო­ვე­ლი ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ევ­რო­პი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა მთა­ვა­რი სა­კი­თხი – სით­ბო, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თუ ადრე ბუ­ნებ­რი­ივ გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხით უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, მათ ბოლო ხა­ნებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თიც და­ე­მა­ტა – უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, ნა­წი­ლობ­რივ ბე­ლა­რუ­სიც. ზამ­თა­რია, არ ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მაისამდე გადაიდოს

რუსული გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მაისამდე გადაიდოს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება. გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, თუ მარეგულირებლები პროექტის განსახილველად გამოყოფილ მთელ დროს გამოიყენებენ. მილსადენის გაშვების სავარაუდო თარიღად 8 მაისი სახელდება.

Read More »

ევროპულმა გაზის კომპანიებმა წლის პირველ ნახევარში €4 მილიარდის შემოსავალი მიიღეს

ევროპულმა გაზის კომპანიებმა 2021 წლის პირველ ნახევარში, ენერგეტიკული კრიზისის დაწყების მიუხედავად, €4 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის ინფორმაციით, მოგება ENTSOG-ის (ევროპული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერაციული ქსელი) 26 გაზის კომპანიაზე ნაწილდება. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, €1 მილიარდი – ბუნებრივი აირის კომპანიებზე, €3 მილიარდი კი მათ მშობელ ორგანიზაციებზე მოდის. გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. ...

Read More »

COP26 ფარგლებში საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – „მაღალი ამბიციის კოალიცია“, მიუერთდა

გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – „მაღალი ამბიციის კოალიცია“, მიუერთდა. მსოფლიო ლიდერების სამიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან მადლობა ...

Read More »