პორტუგალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა

“პორტუგალიაში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების, როგორიცაა ბამბის ჯოხების, სამკაულების, დანა-ჩანგლის გაყიდვას კრძალავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დადგენილება ასევე სასმელების ჭიქებისა და საკვების კონტეინერების მოხმარებას 2026 წლის ბოლომდე 80%-ით და 2030 წლის ბოლომდე 90%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.

პორტუგალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკვებისა და სასმელის მოხმარებისთვის მრავალჯერადი გამოყენებადი კონტეინერები იქნება გამოყენებული.

Leave a Reply