ამერიკული ნავთობისა და გაზის გიგანტი ExxonMobil შავი ზღვის ბუნებრივი აირის საბადოების განვითარებაში საკუთარ წილს რუმინულ კომპანია Neptun Deep-ს მიჰყიდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, კონტრაქტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საწარმო სხვა თანამფლობელის, ბუქარესტის კუთვნილი კომპანია OMV Petrom-ს მმართველობაში გადავა.
ExxonMobil-ის სათავო ოფისი ტეხასში მდებარეობს, ის ერთ-ერთი უდიდესი კერძო ნავთობკომპანიაა მსოფლიოში.
წყარო: report.ge