COP26 ფარგლებში საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – „მაღალი ამბიციის კოალიცია“, მიუერთდა

გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – „მაღალი ამბიციის კოალიცია“, მიუერთდა.

მსოფლიო ლიდერების სამიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.highambitioncoalition.org/statements/cochair-summary-april-2021-9n7c5-z7kxl-733k4-49h35

Leave a Reply